მზადება ტურისტული სეზონისთვის - ვინ იქნებიან პირველი ვიზიტორები?

10 ივნისი 2020, 20:10 3342 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება. თუმცა შიდა ტურიზმის ამოქმედების მოლოდინის მიუხედავად, უცნობია როდის მიიღებს ქვეყანა უცხოელ ვიზიტორებს. მთავრობის წევრების თქმით, საზღვრის გახსნა სამიზნე ქვეყნებში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, საქართველო 1-ლი ივლისიდან, გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს. პრემიერმა დღეს, აღნიშნა, რომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი საკმაოდ რთული იქნება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში