შ.პ.ს „ორბიტას“ გზის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებას ედავებიან

10 ივნისი 2020, 14:49 1849 ნახვა

ამ წუთებში მოსამართლე შპს ორბიტას დირექტორის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. კომპანიის დირექტორი პროკურატურამ საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით დააკავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აჭარის საავტომობილო დეპარტამენტის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ორბიტას" დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას წარადგინა ხელშეკრულების შესრულების და საავანსო გადახდის უზრუნველყოფის ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას“ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა ავანსის თანხა 188 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა - 144 465 ლარი, შპს „ორბიტას“ დირექტორმა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.  ბრალის დამტკიცების ᲨემთხვევაᲨი ბრალდებულს 7 დან 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში