წინასაარჩევნო კონფიგურაციები აჭარაში

08 ივნისი 2020, 20:17 1523 ნახვა

აჭარაში 2020-ის საარჩევნო მოდელი ჯერ შემუშავებული არ არის. სამზადისი კი ძირითადად  სწორედ საარჩევნო მოდელზე იქნება დამოკიდებული. საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში რეგიონში არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული ოლქები უქმდება. ოპოზიციურ პარტიების ნაწილში ამბობენ, რომ საარჩევნო პროგრამასა და სტრატეგიას სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით დაგეგმავენ.

რამდენიმე პარტიაში, მათ შორის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციაში არ გამორიცხავენ კონსულტაციებს და თანამშრომლობას საერთო კანდიდატის წარსადგენად და მხარადასაჭერად. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით იმის გამო, რომ არჩევნები ერთდროულად ტარდება სამართლიანობისთვის უმჯობესი იქნება თანხვედრაში იყოს ორივე სისტემა. რაც შეეხება მმართველი პარტიის გეგმებს საარჩევნოდ, “ქართულ ოცნების“  პარტიული სია და ზოგადად გუნდი ცნობილი გახდება სავარაუდოდ ერთ თვეში. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სიაში გამოცდილ კადრებთან ერთად ახალი სახეებსაც უნდა ველოდოთ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში