აჭარაში მოქმედ საგზაო კომპანიებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაეკისრებათ

08 ივნისი 2020, 16:17 629 ნახვა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაობის შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომპანიებს რომლებმაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს განსაზღვრულ ვადებში შეესრულებინათ სამუშაოები, პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ და მიეცემათ დამატებითი ვადა სამუშაოების შესასრულებლად.

შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიით გამოწვეული შეფერხებების და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ. კომპანიის წარმომდგენლებს დაევალათ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა.


პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები დინამიურად გრძელდება და განხორციელდება ვადების დაცვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი