სავალუტო ჯიხურებმა მუშაობა განაახლეს

08 ივნისი 2020, 10:56 1168 ნახვა

დღეიდან ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა განაახლეს.

"საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები"- წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში