ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

07 ივნისი 2020, 12:23 588 ნახვა

მამაკაცი , რომელმაც  ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით  მობილური ტელეფონი წაართვა  მოქალაქეს - დაკავებულია. პოლიციას თავად დაზარალებულმა მიმართა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   აღსანიშნავია, რომ  შსს-ს  ოფიციალური განცხადების თანახმად დაკავებული არასრუწლოვანია და წარსულში  ნასამართლევია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი