როდის აღდგება მატარებლით მიმოსვლა?

07 ივნისი 2020, 12:21 2173 ნახვა

მატარებლით მგზავრობას მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეძლებენ.   „ბათუმელებს“ „საქართველოს რკინიგზაში“ უთხრეს, რომ  ამ ეტაპისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია. 

აქვე შეგახსნებთ, რომ მატარებლით მგზავრობის დროს მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს  სპეციალისტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება და წესების დაცვა მოუწევთ. მგზავრებს უნდა ეკეთოთ  დამცავი ნიღბები, ეკიპაჟის წევრებიც აღჭურვილნი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით, როგორიცაა ნიღაბი, სათვალე ან დამცავი ფარი,  ასევე ხელთათმანი. ასევე უნდა უზრუნველყონ ვიდეო ან  თერმოსკრინინგი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში