ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

06 ივნისი 2020, 12:38 1490 ნახვა

სამართალდამცველებმა ახალგაზრდა კაცი  ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში