შიმშილობა მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით გრძელდება

06 ივნისი 2020, 11:53 1556 ნახვა

მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს ორშაბათს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შეხვდებიან. ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ადვოკატმა თავად განუცხადა. ოჯახს იმედი აქვს, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. მანამდე კი შიმშილობა და პროტესტი იუსტიციის სახლთან მეექვსე დღეა გრძელდება.

გუშინ აქციაზე პოლიციამ კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა. ლავასოღლის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები 1 ივნისიდან  ე.წ-ლი კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით   აქციას მართავენ. ამ დროისთვის 17 პირი შიმშილობს,  მათ შორის ოთხმა პირი ამოიკერა. ლავასოღლი 2 წელია თურქეთში საექსტრადაციო საპატიმროშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში