დაკავებულია პირი, რომელიც მოქალაქეებს ფეისბუქის საშუალებით თანხებს თხოვდა

06 ივნისი 2020, 10:41 2420 ნახვა

2000 წელს დაბადებული ა.ბ. თაღლითობის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში უნებართვოდ შეაღწია მოქალაქეების „ფეისბუქ“- გვერდებზე, განახორციელა მათ მეგობრებთან მიმოწერა, შეცდომაში შეიყვანა ისინი და საკუთარ ანგარიშზე, მოტყუებით ჩაარიცხინა სხვადასხვა ოდენობის თანხა. ასევე, მოტყუებით დაეუფლა მათი საბანკო პლასტიკური ბარათების მონაცემებს და ანგარიშებზე არსებული თანხები საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა. დანაშაული 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში