აჭარის მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი

05 ივნისი 2020, 20:46 315 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით გია ქარცივაძის შემდეგ, საბჭოსთვის მიმართვას ორშაბათს, თამარ წილოსანიც გეგმავს. მისი თქმით, თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება 2 მრჩეველს შეუძლია, თუმცა მისი გადაყენებისთვის 3 ხმაა საჭირო, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მრჩევლები, გიგა ჩხარტიშვილი, თამილა დოლიძე და სოსო სტურუა, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი