შეთანხმდებიან თუ არა ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე?

05 ივნისი 2020, 14:00 1316 ნახვა

შეთანხმდებიან თუ არა ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენაზე - ეს ჯერ უცნობია. როგორც იცით   ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით პარტიამ  თბილისის 8 ოლქიდან 6-ის დათმობაზე მზადყოფნა განცხადა. პარტია  ახლა  სხვა ოპოზიციურ ლიდერებს მოუწოდებს, რომ გადადგან შეთანხმებული ნაბიჯები და არ დაუპირისპირონ ერთმანეთს კანდიდატები.

დღეს დილიდან ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების პირველივე ტურში ,,ქართული ოცნების“  დამარცხება ამიტომ ერთმანეთს  კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში