ეროვნული ბანკის ანგარიში პარლამენტში

04 ივნისი 2020, 20:05 764 ნახვა

თითქმის 3 საათის განმავლობაში, პარლამენტში დღეს, ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. კობა გვენეტაძემ, საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის  სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა. ისაუბრა ეკონომიკური მდგრადობის ხელშემშლელ ფაქტორებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით ოპოზიცია კრიტიკული იყო, მათი შეფასებით ეკონომიკური  მდგომარეობა კრიტიკულია და პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებენ. უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყველა დასმულ კითხვას გასცა პასუხი, შეხვედრა კი საქმიანი ხასიათის იყო. კობა გვენეტაძემ აღნიშნა ისიც, რომ მისი მისამართით პოლიტიკური კითხვები დაისვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში