შორენა ღლონტი აჭარის მაუწყებლის თანამშრომელი აღარაა

04 ივნისი 2020, 18:14 1692 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონსულტანტს ვებ-გვერდის მიმართულებით შორენა ღლონტს ხელშეკრულება ამოეწურა, იგი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. მაუწყებლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებენ, თუ თავად შორენა ღლონტი ამ თემაზე ღიად ისაუბრებს. ის დირექტორის კონულტანტობამდე  იყო მაუწყებლის ახალი ამბების ხელმძღვანელი. შორენა ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს. მიზეზად დისციპლინური გადაცდომა დასახელდა, რასაც თავად არ ეთანხმება და სასამართლოში გაასაჩივრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში