გია ქარცივაძე მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

03 ივნისი 2020, 20:10 1472 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ალექსანდრე მილორავას, პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე.  მან დღეს, მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა,  რადგან იმედი აქვს  დირექტორის იმპიჩმენტისთვის საჭირო მეორე მხარდამჭერიც გამოჩნდება  მანამ კი  იგი  ალექსანდრე მილორავას შეხვდა და პირადად თხოვა შეეწყვიტა პროტესტის უკიდურესი ფორმა.  

ალექსანდრე მილორავა კი არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას სანამ  საკითხი მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ გავა და  როგორც ამბობს არ დაკმაყოფილდება.  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ  მაუწყებლის დირექტორისთვის უნდობლობის საკითხის წარდგენა კანონდარღვევით მოხდა, ვინაიდან მის თქმით, იმპიჩმენტის  ინიცირებისთვის აუცილებელია  საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ანუ ორი მრჩევლის ხელმოწერა.  საბჭოს წევრი  სოსო სტურუა კი აცხადებს, რომ დირექტორის გადადგომის მოთხოვნას მრჩეველთა საბჭოში საჭირო რაოდენობის მხარდაჭერა არ ექნება. იგი გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველს ვერ ხედავს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში