მიკროავტობუსებმა მგზავრობა გააძვირეს

03 ივნისი 2020, 20:15 3659 ნახვა

ხელვაჩაურის სამარშუტო ტაქსებმა მგზავრობის საფასური გააძვირეს. მოქალაქეები აცხადებენ,  რომ 2 დღეა 50 ნაცვლად 70 თეთრს   ''აჭარტრანსპორტის'' ხელმძღვანელი  სატელევიზიო კომენტარზე   უარს ამბობს, პირად საუბრებში კი  ირწმუნება, რომ მგზავრობის საფასური არ შეცვლილა. მძღოლები ადასტურებენ ტარიფის გაძვირებას, მიზეზად კი დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებენ. მათი თქმით,  აკრძალული აქვთ გვერდით მგზავრის დაჯდომა, ასევე ფეხზე მდგომი მოქალაქეების გადაყვანა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში