წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა

02 ივნისი 2020, 13:27 1318 ნახვა

გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.  ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარალელურად ხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 30 მილიონამდე ევროს შეადგენს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში