საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო განხილვები იწყება

01 ივნისი 2020, 18:13 938 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სამ დღეში იწყება. დისკუსია დისტანციურად ჩატარდება. ინტერაქცია საქართველოს პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის მეშვეობით მოხდება. ცვლილებებს მოსახლეობა სატელევიზიო ეთერით გაეცნობა, კითხვებს კი, ინტერნეტის საშუალებით დასვამს.  განხილვების განრიგი დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განისაზღვრა.

ოპოზიცია მმართველ გუნდს რვა მარტის შეთანხმების შესრულებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილებების პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრების შეხვედრას, ოპოზიციური სპექტრიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსი წევრები ესწრებოდნენ. განხილვების განრიგი დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განისაზღვრა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში