როდესაც ერთად ვიკრიბებით 5, 6, 7, 10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეშიც პირბადის გამოყენება აუცილებელია - გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 13:28 1526 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირბადის ტარება აუცილებელია გარე სივრცეშიც თუ იქ ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა პარკებსა და ქუჩებში არ იცავს დისტანციას და არ იყენებს პირბადეს. 

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა.

„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ძალიან კარგია, რომ აქ ყველას გაქვთ პირბადე. ასევე კარგია, რომ სწორად გიკეთიათ. ყველას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ პირბადე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მობილობა სერიოზულად გაიხარდა ქვეყანაში - მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო მიკროავტობუსში და ა.შ. აუცილებელია პირბადის გამოყენება. თუ მე ვარ ინფიცირებული და მიკეთია პირბადე, ჩემთან ერთად მყოფ ჯანმრთელ ადამიანსაც უკეთია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ არ გადაგედოთ ინფექცია არის 95%, ანუ მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს, როცა ორივეს გვიკეთია.

თუ ერთს გვიკეთია და მეორეს არა, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს 50%-მდე. ამიტომ ეს მარტივი დაცვის და თვითდაცვის საშუალება ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ.

გავისეირნე გუშინ პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეების გამოყენების წესს.

ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება, იმიტომ, რომ ინფექცია ჯერჯერობით ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში