იაფი სახლის პროგრამით ბინების მიღების მსურველთა რეგისტრაცია განახლდა

01 ივნისი 2020, 11:51 3219 ნახვა

დღეიდან 31 აგვისტოს ჩათვლით "იაფი სახლის" პროგრამით ბინის მიღების მსურველთა რეგისტრაცია განახლდა. მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი 31 აგვისტომდე გაგრძელდება. ბათუმის მერმა აღნიშნულის თაობაზე ბათუმის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"1 ივნისიდან იაფი სახლის პროექტზე განაცხადების მიღების პროცესი ახლდება. პროგრამაში ჩართვის მსურველებმა ფაქტიური საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ადმინისტრაციულ სერვისს ცენტრებს, ე.წ გამგეობებს უნდა მიმართონ. მოქალაქეები იქ მიიღებენ საჭირო კონსულტაციას, ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ და იქვე მოხდება რეგისტრაციისათვის საჭირო შესაბამისი ფორმის შევსება და განაცხადის ჩაბარებაც"-განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, 12 მარტს იაფი სახლის  პროგრამაში რეგისტრაცია და მოქალაქეების მიღება დროებით შეჩერდა. შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციის გამო დაწესდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში