აჭარაში საკარანტინე სივრცეები 200-მდე ადამიანმა დატოვა

31 მაისი 2020, 18:39 1501 ნახვა

აჭარაში იზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 727-მდე შემცირდა, მოქმედი საკარანტინო ზონები კიდევ 200-მდე მოქალაქემ დატოვა. ჯამში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებიდან სულ 7 ათას 242 მოქალაქე გავიდა. ყველა მათგანს გასვლის წინ კოვიდინფექციაზე ტესტი უტარდება.

ამასთან, 11-მდე შემცირდა საკარანტინო სივრცეების რაოდენობა აჭარაში, ამ მიზნით სულ 27 სასტუმრო იყო გამოყენებული. საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან შვიდი მილიონი ლარი გამოიყო.1 თვის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში