საკონსტიტუციო ცვლილებების ონლაინ განხილვა

31 მაისი 2020, 12:15 301 ნახვა

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო განხილვებისთვის ემზადება. ხვალიდან  კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დეპუტატები საზოგადოებას გააცნობენ. კოვიდ-19-ის გამო სავალდებულო პროცედურა ტრადიციულად მასშტაბური არ იქნება - საყოველთაო განხილვა ორ ქალაქში  თბილისსა და ბათუმში ჩატარდება. ვიდრე მმართველი გუნდი საყოველთაო განხილვების ჩატარებას დაიწყებს, ოპოზიცია ხელისუფლებას 8  მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს და საპატიმროდან გიორგი რურუა გათავისუფლებას ითხოვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხარდაჭერა საპარლამენტო კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება.პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის 113 ხმაა საჭირო, ქართულ ოცნებას 93 დეპუტატი ყავს. დამოუკიდებელი დეპუტატები და "პატრიოტთა ალიანსი" წინასწარ აცხადებენ, რომ მხარდაჭერისთვის მზად არიან, ამის მიუხედავად მმართველი გუნდი დარწმუნებით ვერ ამბობს, რომ ოპოზიციის გარეშე კონსტიტუცია შეიცვლება.თუ პროექტი ჩავარდება, "ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი