შუახევი ''ჰესის''  გვირაბებიდან და კაშხალიდან წყალი ისევ ჟონავს

30 მაისი 2020, 20:29 2812 ნახვა

420-ი მილიონიანი პროექტის გვირაბებიდან და კაშხლიდან წყალი ჟონავს. ეს პირველი ხარვეზი არ არის. 3 წლის წინ, 2017 -ში ერთ-ერთი გვირაბი  ჩამოიშალა. ეს კი ჰესის ამოქმედებიდან 2 თვეში მოხდა. შუახევის ჰესი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. თითქმის ათეული წლის განმავლობაში, მისმა მშენებლობამ და ოპერირებამ არაერთი პრობლემა და ხმაური გამოიწვია. ჰესის პროექტის განვითარებას სხვადასხვა დროს მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციები, სარჩელები სასამართლოსა თუ საერთაშორისო ბანკებში, სადაც მოსახლეობა საკუთარი უფლებების და უსაფრთხოების დაცვას ითხოვდა.

ჰესის მშენებლობისთვის გვირაბების აფეთქების შემდეგ სოფლებში ზოგიერთი სახლი, ბზარების გამო, საცხოვრებლად საშიში გახდა, ზოგან ქვების ცვენა დაიწყო, შემცირდა მოსავალი, გაქრა წყალი, მათ შორის – სასმელი წყალიც.  ნაცვლად დაპირებული მასშტაბური შემოსავლებისა, მოსახლეობა ისევ შიშით შეჰყურებს ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და გვირაბებიდან გამოჟონილ წყალს და არ იცის დაცულია თუ არა მათი ხვალინდელი დღე.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში