ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს ორი მეტრის დაშორებით განათავსებენ

30 მაისი 2020, 10:16 1558 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, საგამოცდო ცენტრები ვალდებულნი არიან მაგიდების განლაგებისას 2 მეტრიანი დისტანცია დაიცვან და ამასთან, არ დაუშვან საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. საგამოცდო ცენტრების ვალდებულებებში შედის, რომ სტუდენტები მაგიდებთან არ განათავსონ ერთმანეთის პირისპირ.

საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენონ ცვლებში მუშაობის რეჟიმი და ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენონ სანიტარული შესვენება. ამასთან, საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა იყოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლაბორატორიებისა და საგამოცდო ცენტრებისთვის ზოგადი რეკომენდაციაა, რომ ერთიან შესასვლელთან განახორციელონ ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში