პრემიერი პარლამენტში ინტერპელაციის წესით

29 მაისი 2020, 19:52 1155 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში მწავე პოლიტიკური დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ყოფილი და მოქმედი მაღალჩნოსნების მხრიდან, სხდომათა დარბაზში ურთიერთბრალდებები ისმოდა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებები, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდსა და კრიტიკას დაეთმო. ოპონენტებმა კი მთავრობას ის საქმეები შეახსენეს, რომლებშიც მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრები ფიგურირებენ. საერთო ჯამში ორივე მხარემ ერთმანეთს წარსული გაახსენეს და მომავალიც უწინასწარმეტყველეს. ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც. დავის მთავარი საგანი პოლიტიკური ხედვა იყო. მთავრობის მეთაური პარლამენტში, დღეს, ინტერპელაციის წესით „ნაციონალურმა მოძრaობამდაიბaრა. ამის შემდეგ პრემიერი კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით, ივნისში წარსდგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში