ბატონი რომანი მთავაზობდა 25 000 მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეიძინა, დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა 

29 მაისი 2020, 15:10 1355 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა შეღავათებზე, რომელიც სამშენებლო კომპანიებისთვის და იმ მოქალაქეებისთვის დაწესდა, რომლებმაც ბინის შეძენა გადაწყვიტეს. 

როგორც ცნობილი საკითხს გუშინ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ეკონომისტების ნაწილს პრემიერის ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა. 

დეველოპერების დახმარების ანტიკრიზისულ გეგმაზე, შესახებ გიორგი გახარიას დღეს რომან გოცირიძემაც ჰკითხა. 

''დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე  ის პროექტი, რომელიც არის მიმართული სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად. იმიტომ არ თქვა არაფერი, რომ ბოლოს სამი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხით 30 000 მოქალაქემ  გადაწყვიტა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. აქედან 25 000 მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, გადახდები დაიწყო, ბანკიდან სესხი აიღო. ამ ხალხის  საცხოვრებელი ბინები ჯერ დასრულებული არ არის და მშენებარეა.

გამოდის, რომ ბატონი რომანი მე მთავაზობდა ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მიმეტოვებინა ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისი შემდგომ. სამშენებლო კომპანიები კი არა ადამიანები, რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა, მაშინ როდესაც უკვე ფული ჰქონდათ გადახდილი. 

დღეს ჩვენ ბოლომდე ეს პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარეთ. თბილის მერია იღებს გადაწვეტილებას,  რომ ის დაუმთსვრებელი მშენებლობა, რომლითაც გადატენილია თბილისი დასრულდეს. ეს არის საცხოვრებელი სახლები, რომელშიც მოქალაქეებს 2008 წლამდე ფული აქვთ გადახდილი, 12 წლის შემდეგაც კი საცხოვრებელი არ აქვთ. 

ზუსტად იგივეს მთავაზობდა დღეს ბატონი რომანი, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეიძინა, თურმე მათ არ უნდა დავხმარებოდით და დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო თბილისი'' - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში