ტურისტული სეზონის წინ, მწვანე ზონის სტატუსს უნდა მოვუფრთხილდეთ - თორნიკე რიჟვაძე

29 მაისი 2020, 11:38 515 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ დაახლოებით ერთი თვეა რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა. 

თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ტურისტული სეზონის წინ ეს განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია. 

მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროში შესაბამისი სტანდარტების დასანერგად მუშაობენ როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

''დღეს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ეს ჩვენს მოქალაქეებს  რა ქმა უნდა გაუხარდათ. ასევე  მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიცვათ რეკომენდაციები. ეს არის ძირითადად პირბადე და სოციალური დისტანცირება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც გვაქვს.   ასევე უნდა ავღნიშნო, რომ დაახლოებით ერთი თვეა, 30 აპრილის შემდეგ რეგიონში არ გვაქვს არცერთი ახალი შემთხვევა და დავიბრუნეთ მწვანე ზონის სტატუსი, მოსახლეობასთან ერთად სიფრთხილე გვმართებს მოვუფრთხილდეთ ამ სტატუსს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის წინ. 

რაც შეეხება, ტურიზმის მოსამზადებელ სამუშაოებს გუშინ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა შესაბამისი პროტოკოლები. აქაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა, რომ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მოგზაურობს რაიმე არსებითი რისკი არ შეექმნათ. 

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ვმუშაობთ როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ მალე მოხდეს შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. რომელიც გლობალური პანდემიის ფონზე მოგვცემს ტურიზმი ნელ-ნელა მწყობრად აღვადგინოთ. 

დღეს განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, ეს ეხება ბიზნესის მხარდაჭერას. განკარგულების შესაბამისად ჩვენ ვადებს გადავხედავთ და აქ სანქცირების და სხვა სახით დაჯარიმების მექანიზმები აღარ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც შეფერხდნენ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი