5 წესი, რომლის დაცვაც მოგიწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას 

28 მაისი 2020, 12:58 3616 ნახვა

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა პირველი ივნისიდან აღდგება. მძღოლებს და მგზავრებს კი, გარკვეული წესების დაცვა მოუწევს:

1. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება;

2. აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის ყოფნა.

3. აკრძალულია ფეხზე  მდგომი მგზავრების გადაყვანა. (შეზღუდვა არ ეხება მუნიციპალურ ავტობუსებს)

4. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიციონერების გამოყენება აკრძალულია; ფანჯრები უნდა იყოს გახსნილი.

5. მძღოლები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სადეზინფექციო ხსნარებით. მგზავრების მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეძლონ  მათთვის მიწოდება.

დაავადებათა ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სთხოვს მოსახლეობას:

1. თუ მოკლე მანძილზე აპირებთ გადაადგილებას იარეთ ფეხით.

2. ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი