პრემიერის ანგარიში პარლამენტში

28 მაისი 2020, 12:20 1133 ნახვა

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით მივა. გუშინ კი გიორგი გახარიამ კოვიდ 19-ის დროს ქვეყნის მართვის გეგმა წარადგინა.  ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა არაეფექტურია.

მათივე განცხადებით, კითხვებზე ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.  კრიტიკას არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში, მეტიც აქ მიაჩნიათ, რომ მთავრობა მადლობას იმსახურებს. პრემიერ მინისტრის პარლამენტში ანგარიშის შემდეგ კითხვა-პასუხი გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში