კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული მედპერსონალი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს - პრემიერი

27 მაისი 2020, 19:44 329 ნახვა

პრემიერის განცხადებით, ის სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ჩართულნი არიან "კოვიდ-19"-თან ბრძოლაში, გარკვეულ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. 

"სამედიცინო პერსონალს, რომელიც განსაკუთრებითაა ჩართული „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ფინანსური დახმარების და წახალისების რაღაც ელემენტები სჭირდება და ეს აუცილებლად იქნება განხორცილებული" – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრთან საუბარი უკვე შედგა.

გიორგი გახარია პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი