ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან შეძლებენ

26 მაისი 2020, 12:34 1060 ნახვა

ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებას დღეიდან შეძლებენ. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ექიმები შეამოწმებენ. მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის ცნობა. ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულები 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ. ოკუპირებულ აფზახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 14 და დაიღუპა ერთი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში