ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე

25 მაისი 2020, 19:59 2439 ნახვა

საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ადვოკატი, საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს. უფლებადამცველი, იმის დასამტკიცებლად, რომ ბასილაშვილს მხრიდან ოჯახურ ძალადობას ადგილი ჰქონდა, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. ადვოკატების განცხადებით, შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ეკა სოლოღაშვილის მისამართით ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. თუმცა შინაარსისგან თავს იკავებენ, რადგან ეს 2 ადამიანის პირადი ცხოვრებაა. საქმის შესახებ ბევრი დეტალი 16 ივლისს გახდება ცნობილი, როდესაც ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ძალადობის ვერსიის დასამტკიცებლად, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. ორივე მხარე კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს, რომ არსებობს ვიდე ჩანაწერიც. ოჯახური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე, განცხადება გაავრცელა თავად ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გირაოთი გათავისუფლების შემდეგ. ჩოგბურთელი იმედოვნებს, რომ ყველა დეტალი სასამართლოში გაირკვევა და სამართლიანი განაჩენი დადგება. ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ იმსჯელოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში