მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა დღეიდან განახლდება

25 მაისი 2020, 10:29 1703 ნახვა

დღეიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებმაც ელექტრონულად,  წინასწარ დაჯავშნეს რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მომსახურებით ვერ ისარგებლეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვისცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია.

ამასთანავე, დღეიდან, სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლეობის, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში