ძლიერმა ქარმა აჭარის მაღალმთიანეთში სახლებს სახურავები გადახადა

23 მაისი 2020, 12:05 1694 ნახვა

გუშინ ძლიერმა ქარმა აჭარის მაღალმთიანეთში პრობლემები შექმნა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ადაძეებში, ბადრი ადაძის საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაანგრია, ასევე სახურავი გადახადა სხვა სოფლებში მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც.

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას სპეციალური კომისია სწავლობს. სწორედ, კომისიური შესწავლის შემდეგ გადაწყდება ოჯახების კომპენსირების საკითხიც. ამ ეტაპზე არცერთი ოჯახი ქირით გაყვანას არ საჭიროებს, აცხადებენ თვითმმართველობაში. ასევე, ძლიერმა ქარმა შუახევის ორ სოფელში - შუბანსა და კარაპეტში, რამდენიმე სახლის სახურავი დააზიანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში