სპეცრეისით იტალიიდან საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

23 მაისი 2020, 11:53 1389 ნახვა

იტალიიდან საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა. რომი-თბილისის რეისის საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მგზავრებმა სამედიცინო შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს, ამის შემდეგ კი ისინი სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით  სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით. ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3273 ადამიანია განთავსებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში