23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება

21 მაისი 2020, 15:25 1059 ნახვა

საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვები 23 მაისიდან იხსნება. თუმცა მთავრობაში მიაჩნიათ, რომ პანდემიის გამო რიგი შეზღუდვის არსებობა აუცილებელია. 23 მაისიდან აღარ იქნება კომენდანტის საათი, თუმცა დამატებით რა შეზღუდვები დაწესდება ამაზე განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. 

განცხადება პრემიერ მინისტრმა მტავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. გახარიამ  ეკონომიკურ შეღავათებზეც ისაუბრა. ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც შემოსავალი შეუმცირდა და საბანკო კრედიტი აქვს და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, საკრედიტო პროცენტის გადახდა სამი თვით გადაუვადდება. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, მოუწოდებს, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში