თანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-ის საელჩოსთან

19 მაისი 2020, 18:30 1151 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ფულბრაიტის პროგრამა აფართოვებს „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის“ (ETA) პროგრამის საქმიანობას, საქართველოს განათლების    მინისტრმა   და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა   ვირტუალურად გამართულ ღონისძიებაზე შესაბამის დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივ ძალისხმევას, თანაბრად დააფინანსონ წელიწადში ინგლისური ენის სწავლების 6 ამერიკელი ასისტენტი, რაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საერთო ჯამში 30 ასისტენტის ჩამოყვანას გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში