საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფი მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს 

19 მაისი 2020, 18:28 3050 ნახვა

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

"მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დავუკავშირდით თურქეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომლებმაც მოგვაწოდეს შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია:

თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა ყველა საერთაშორისო ფრენა და აიკრძალა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება ამ პერიოდში და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა, საერთაშორისო ფრენების შეწყვეტიდან და საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვიდან (მ/წლის 29 მარტიდან) მის აღდგენამდე, მათზე არ გავრცელდება საჯარიმო სანქციები," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში