ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

19 მაისი 2020, 18:04 296 ნახვა

ხულოში სოფელ საციხურში ხანძრის შედეგად შვიდწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.  ორსართულიანი საცხოვრებელი ხის შენობა სრულად დაიწვა,  შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.  ვერ მოხერხდა  საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც.

ხულოს მერია დაზარალებულებს ქირის გადასახადითა და სურსათით უზრუნველყოფს, კომპენსაციას  აჭარის სარეზერვო ფონდიდან გასცემენ. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი