ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია

19 მაისი 2020, 12:30 629 ნახვა

ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს ქობულეთში,  თამარ მეფის  ქუჩის მიმდებარედ  სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია.

2 კილომეტრიან მონაკვეთზე  სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს და 4-მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში  სანაპირო ზოლში თვითნებურად   განთავსებული კაფე-ბარებისა  და მაღაზიების დემონტაჟიც მოხდა. პირველ ეტაპზე სანაპირო ზოლის 850-მეტრიანის რეაბილიტაცია დასრულდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში