საშემოსავლო და ქონების გადასახადი 5 715 პირს გადაუვადდა 

19 მაისი 2020, 10:31 586 ნახვა

5 715 გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო და ქონების გადასახადი გადაუვადდა. მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ მუშაობა, დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში, საშუალება აქვთ ოთხი თვით გადაავადონ. 

ამისთვის მათ შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართონ. უწყების ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპზე, მიმდინარე წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება განთავსებისა და კვების ობიექტები, ასევე, ტურისტული კომპანიები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში