რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სასტუმროებს, რომლებიც მუშაობის განახლებას გეგმავენ

18 მაისი 2020, 11:34 2880 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დღეს სასტუმრო ბიზნესისთვის რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.  იმისათვის, რომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს, აუცილებელია სასტუმრო სექტორი რამდენიმე მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. წინასწარი ინფორმაციით, ჰოსტელები და საოჯახო ტიპის სასტუმროებში ყოველ საძინებელ ოთახში, 1 სტუმრის განთავსებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 6 კვადრატული მეტრი ფართობი. ასევე:

➤​ ჰოსტელებში საწოლებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მეტრისა;
➤ აიკრძალოს ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;
➤ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაცია, ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში,
გამოყენებული უნდა იყოს ხელოვნული ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის გაზრდილი
კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით;

➤ საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი
დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად.

დოკუმენტში ასევე გაწერილია რეკომენდაციები, ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ:

➤  ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.  ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

➤ თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;

➤​ უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით
(დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევს სასტუმროს ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირები);

➤ სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);

➤ ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტეირიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული
ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

➤​ უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული დახურული სივრცეების/ სათავსების
ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;

➤ სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო კოლექტიური დაცვის საშუალებებით.

ცალკე პუნქტად არის გაწერილი რეკომენდაციები კვების ბლოკისთვის. დოკუმენტში წერია, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდს. შვედური მაგიდის გამოყენების შემთხვევაში,
პერსონალის მომხმარებლებთან კონტაქტის შემცირების მიზნით, უზრუნველყავით დამცავი გამჭვირვალე ბარიერის მონტაჟი მაგიდასთან.

➤ ასევე საკვებთან ერთად ბარიერს მიღმა განათავსეთ გამოსაყენებელი ჭურჭელი;

➤ სტუმართათვის გამოიყენეთ მხოლოდ ბეჭდური (ერთჯერადი)მენიუს შეთავაზება;

➤ გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;

➤ სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან
აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
➤ ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემით;
➤ ლოდინის რეჟიმში მყოფი სტუმრებისთვის, წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით).

➤​ უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;

წინასწარი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია იქნება ღია სივრცეში მდებარე კაფეში მომხმარებელთა მაგიდებს შორის დისტანცია ორი მეტრი უნდა იყოს.  სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა. 1 მაგიდასთან 6 ადამინზე მეტი არ უნდა იჯდეს. სავარაუდოდ, გამონაკლისი სახით შესაძლებელი იქნება ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. 

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის

➤ დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების
გათვალისწინებით:
➤ მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
➤ ერთ მაგიდასთან განთავებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არაკაკლებ 1 მეტრიანი
დისტანცია;
➤ სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
➤ 1 მაგიდებთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
➤​ გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
➤ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ
იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
➤​ უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი)მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს
შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო
საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

➤ სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან
აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;

ასევე სასტუმროებში განსაკუთრებული ზომების დაცვა მოუწევთ ღია და დახურული საცურაო აუზები ფუნქციონირების დროსაც. 

➤ აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება;

➤ აუზების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია
წყლის განახლება, რომლის უზრუნველყოფა დიდი ზომის აუზებში ძირითადად ხორციელდება
რეცირკულაციის ხარჯზე, მცირე აუზებში კი (აბაზანის ფართობით არა უმეტეს 70 მ2 ) უწყვეტი წყლის ნაკადით;

➤​ რეცირკულაციით წყლის განახლებისას - მისი გაწმენდა, გაუსნებოვნება და წყალსადენის წყლის დამატება
უწყვეტად, არანაკლებ 10%-ისა აუზის მუშაობის ყოველ 8 სთ-ში;

➤ მცირე აუზებში წყლის გამოცვლა, რომელიც დასაშვებია წყალსადენის წყლის უწყვეტი ნაკადით. ამასთან,
წყლის მთლიანად შეცვლის დრო არა უმეტეს 12 საათისა;
➤ შეზლონგი გამოყენებამდე/ ყოველი გამოყენებს შემდგომ, დამუშავდეს სადეზინფექცო ხსნარით;

➤ მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი. სარგებლობის შემდეგ
პირსახოცი რჩება ადგილზე. მომსახურე პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით,
სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ
კონტეინერში. რეცვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამსიად;

➤ შეზლონგებს შორის დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2 მეტრისა);
➤ აკრძალეთ შეზლოგნებსთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება;
➤​ უზრუნველყავით გასახდელების და საშხაპეების ხშირი დეზინფექცია;
➤ ღია საცურაო აუზების სივრცე დასუფთავეთ ოთახების და საჯარო სივრცეების დასუფთავების წესის
მიხედვით.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით სასტუმროებში აიკრძალება ბავშვთა გასართობი ზონების ფუნქციონირება, ასევე დროებით, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე, არ იქნება ნებადართული საერთო გამოყენების სპორტული დარბაზების ფუნქციონირება. სასტუმროს გარე სივრცეში არსებული ბილიარდის, ტენისის და სხვა სპორტულ/გასართობი ცენტრისთვის გამოყოფილი ინვენტარი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარის მეშვეობით, ყოველი გამოყენების შემდგომ.

საქართველოში შიდა ტურიზმი და სასტუმროები 15 ივნისიდან გაიხსნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში