დღეიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება

18 მაისი 2020, 10:24 635 ნახვა

დღეიდან მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი. ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში