ერთად გადავრჩებით! - 17 მაისი ონლაინ

17 მაისი 2020, 18:02 1842 ნახვა

დღეს ლგბტ საზოგადოება  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან  ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის  გამო  ონლაინ დემონსტრაცია ამ წუთებში მართავენ. ლგბტ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა  დღეს თბილისის ანძის  ლგბტ დროშის ფერებში განათება იყო, თუმცა დედაქალაქის მერიამ უარი უთხრა და ანძის განათების პრინციპი განმარტა.

მერიის განცხადებაში წერია, რომ 17-18 მაისს განათებაზე  რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი იყო შესული შესაბამისად,  ვერ დაარღვევდნენ ტრადიციას და ვერ გამოტოვებდნენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ.

ვციტირებ: მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება. საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა ომბუცმენმა. ნინო ლომჯარიას თქმით ქვეყანაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ადამიანის უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში