საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 93 ახალი ფაქტი

16 მაისი 2020, 14:58 1780 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 84 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი ჯარიმა 8 პირს დაეკისრა. ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევის 1 ახალი ფაქტიც გამოავლინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი