18 მაისიდან მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება აღდგება

16 მაისი 2020, 10:56 190 ნახვა

18 მაისიდან მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება აღდგება.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ფარგლებში, 18 მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ეტაპობრივად აღდგება გარკვეული სერვისების მიწოდება. პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით. ასევე, უწყების ინფორმაციით, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი