ხვალ ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს - დღის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია ქარი

15 მაისი 2020, 15:51 8190 ნახვა

ხვალ, 16 მაისს საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, ქვეყნის ტერიტორიის დაბლობსა და ბარში +30 + 35 გრადუსი იქნება.

სანაპირო ზოლში დილის საათებში ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი შეიცვლება, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე და ტემპერატურა დაიწყებს კლებას.

რაც შეეხება ნალექს, დღის ბოლოს მხოლოდ ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი