ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე ჩატარდება

15 მაისი 2020, 15:17 2845 ნახვა

ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. მეექვსე ეტაპია, როცა საგანმანათლებლო აქტივობები განახლდება და შესაბამისად ფინალური გამოცდები საგნებში ჩატარდება ამ პერიოდში. ამის შესახებ განათლების მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, შუალედურ გამოცდების ჩატარება სამინისტროს რეკომენდაციით უნივერსიტეტებმა მშვენივრად მოახდინეს  და ეს პრობლემა მოხსნილია.

მისივე თქმით, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.

"უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ონლაინ რეჟიმში რექტორთა საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ ეტაპობრივად უკვე თვის ბოლოსკენ რომ დავიწყოთ  პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეოების გახსნა მეექვსე ეტაპამდე. ამისთვის უნივერსიტეტები ინდივიდუალურ გრაფიკს გააკეთებ"-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში