მე-12 კლასელები სწავლას 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, სხვები კი 15 ივნისს დაასრულებენ 

15 მაისი 2020, 14:15 8465 ნახვა

საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადება, ეს კი მეტწილად ტელე სკოლის დამსახურებაა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა. 

გიორგი გახარიას თქმით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები 15 ივნისს. 

''4 მარტიდან სკოლებში სწავლა შეწყდა. ეს იყო  კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფიცირების შესაჩერებლად. ამის შემდეგ განათლების  სისტემად სწრაფად შეძლო მობილიზება და დისტანციურ სწავლაზე გადასვლა. ამან თავისი შედეგი გამოიღო.  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი როგორიც ტელე-სკოლაა. ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირებობის ენებზეც მაუწყებლობს'' - განაცხადა პრემიერმა. 

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, მოსწავლეები გადავლენ შემდეგ კლასებში, სტუდენტები კი შემდეგ კურსზე.

'' ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები და პროფესორები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. დიდი შრომა ჩადეს, რადგან ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება. ეს მათი დამსახურებაა რომ პროცესი წარმატებით დასრულდა. დისტანციურ სწავლებას საზოგადოებაში დიდი პოზიტივი აქვს და კარგი გამოხმაურება მოჰყვა უცხოელი კოლეგების მხრიდანაც. გვაქვს პოზიტიური შეფასებები'' - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში