პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - შსს

15 მაისი 2020, 12:14 1444 ნახვა

იმერეთის პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ი.ზ.-ს კუთვნილი ფარდულის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის არარეგისტრირებული იარაღი: კალაშნიკოვის სისტემის "აკს"-ის და "აკმ"-ის ტიპის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სხვადასხვა ტიპის 6 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი და 900 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა სისტემის 3 პისტოლეტი, ასევე, "გეკოს" ფირმის თოფი, "ტულას" ტიპის სანადირო თოფი და 30 მეტრი ცეცხლგამტარი ზონარი - ე.წ. ფითილი.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში